მამუკა მდინარაძე - თუ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, გარე ძალები ადამიანის ტვინების ოკუპაციას ცდილობენ

სამთავრობო პროგრამაც, ჩვენი თითოეული ნაბიჯიც უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებისათვის ვიზრუნოთ. ბრძოლაში ჩართულები არიან გარე ინტერესების, გარე ძალების წარმომადგენლები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მდინარაძემ ისაუბრა გარე ძალებზე, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ებრძვიან და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა ეროვნულ საქმე რუსულია, მოსწავლეებში არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა მისაღებია. საერთო ჯამში კი, მისი თქმით, თუ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ზემოთ ხსენებული ძალები ადამიანის ტვინების ოკუპაციას ცდილობენ.

„არ გაგიკვირდებათ, თუ მათ [გარე ძალებს] ასე დავახასიათებ: მათთვის აფხაზი და ოსი მტერია; მათთვის ყველა ეროვნული საქმე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, რუსულია; მათთვის ჯაშუშობა და გარედან მართვა ნიშნავს დემოკრატიას; მათთვის მოსწავლეებში არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა თურმე ნიშნავს ბავშვთა ინფორმირებულობას; მათთვის მამის დამჭრელი და პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობის ავტორი არის გმირი; მათთვის დეზინფორმაცია და სიძულვილი არის ცხოვრების წესი. თუ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს დღეს მიტაცებული, ისინი ცდილობენ, ოკუპაცია გაუკეთონ ადამიანის ტვინებს და დააჯერონ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული საქმე, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან - არ გავიმეორებ რა თქმა უნდა, იმ სიტყვებს და კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა ჩემგან მათ - შეურაცხყოფის ობიექტები, გახსოვთ წინა დღეების გამოხატულება ამისა. თურმე, მათ თუ დავუჯერებთ, გვარამია მაგარი და მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა. მოსახლეობას, საზოგადოებას აჯერებენ, რომ ელექტრონულ არჩევნებში 2 100 000 ადამიანიდან, 300 000 ხმა გაყალბდა და ამის შესახებ თენგო გვეტყვის ყველაფერს, აგერ, ხვალ არა და ზეგ. მოკლედ, მათ შურთ უკრაინის, იმ მდგომარეობის, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხი არის და არ მალავენ იმას, რომ მაგალითად, საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინის მხარეს არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე