ვლადიმერ პუტინი - უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდებაც კი არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე

უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდებაც კი არ შეცვლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობას და სიტუაციას ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბედი ბრძოლის ველზე წყდება, ყველაფერი ჯარისკაცებზეა დამოკიდებული.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღითაც კი, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, სამხედრო კამპანიის, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბედი, წყდება ადგილზე, ბრძოლის ველზე, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჯარისკაცზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მას მაღალ დონეზე დაცული ობიექტების დაზიანებაც კი შეუძლია.

„ორეშნიკის სისტემა დიდ სიღრმეზე მდებარე მაღალ დონეზე დაცულ ობიექტებსაც კი ზიანს მიაყენებს“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს