ალეკო ელისაშვილი - ფაქტია, ოპოზიციას უკეთესი კოორდინაცია გვინდა, დავგეგმოთ სწორად ნაბიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს

ფაქტია, რომ ოპოზიციას უკეთესი კოორდინაცია გვინდა, დავგეგმოთ სწორად ნაბიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არ იყოს აცდენა, წინააღმდეგობები. სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უფრო კოორდინირებულად უნდა გააგრძელონ ეროვნული წინააღმდეგობა.

„ჩვენ ვიყავით პრეზიდენტთან მოსულები იმისთვის, რომ უფრო კოორდინირებულად გავაგრძელოთ ეროვნული წინააღმდეგობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. არ შეგუება! არ შეგუება! ფაქტია, რომ ოპოზიციას უკეთესი კოორდინაცია გვინდა, დავგეგმოთ სწორად ნაბიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არ იყოს აცდენა, წინააღმდეგობები. სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს“, - აღნიშნა ელისაშვილმა „ტვ პირველთან“.

ინფორმაციისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები