იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.

მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი თოვლის გამო მოქალაქეებს გადაადგილება ჰქონდათ შეზღუდული.

“მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა.

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.

უხვმა ნალექმა და უამინდობამ იმერეთში გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხითაც.

სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა”, - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

რეგიონში ელექტროენერგია ამ ეტაპზე არ მიეწოდება 70 680 აბონენტს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება