საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ზურაბ გუდავაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს, პაულ ჯეკისონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური ინივერსიტეტი ავრცელებს.

ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტს. როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს შორის თანამშრომლობა შედგა უნივერსიტეტსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტს და საზოგადოებას მრავალმხრივი მიმართულებით მჭიდრო და ფართო სპექტრის კოლაბორაცია აკავშირებს. ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭო, ევროპის მასშტაბით, პროფესიონალ ინჟინერთა 22 საზოგადოებას, ნახევარმილიონზე მეტი წევრით აერთიანებს და ყოველწლიურად ატარებს ან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. ამ ორგანიზაციასთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ნიშნავს ჩვენი სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას“, - აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.

საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება 2024 წლიდან არის ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს წევრი ორგანიზაცია: „მეცნიერებთან ერთად საინჟინრო სექტორის განვითარებაზე დიდ როლს ასრულებს პროფესიული საზოგადოებები და ახალგაზრდა ინჟინრები. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს აქტიური წევრი და საბჭოსთან ერთად ჩავერთოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი უნივერსიტეტთან ერთად 102 წელს ითვლის. ეს არის უძველესი სკოლა და იმედი მაქვს, როგორც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები გარკვეულ წვლილს შეიტანენ საინჟინრო სექტორში არსებული გამოწვევების გადაწყვეტაში“, - აცხადებს იური სვანიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტმა პაულ ჯეკისონმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა გააცნო და გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს