ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ

ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც ჩიქოვანი “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ძლიერ თავდაცვის ძალებს შექმნის.

“დღეს, XI მოწვევის პარლამენტმა საქართველოს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მინისტრთა კაბინეტს ვულოცავ ნდობის გამოცხადებას. დარწმუნებული ვარ, ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა, იქნება ნაყოფიერი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართულ ჯარზე ზრუნვა იქნება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მისი ხელმძღვანელობით, მქონდა პატივი, ჩვენს საამაყო სამხედროებთან ერთად მემუშავა და საკუთარი წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში და ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნაში.

ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ. ამ გზაზე, ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და მზადყოფნის ამაღლებას.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევქმნით კიდევ უფრო მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ძლიერ თავდაცვის ძალებს”, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს