რიჰარდს კოლსი - საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს

საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

ევროპარლამენტარი საუბრობს ევროპარლამენტარის რეზოლუციაზე, რომელიც მისი თქმით, გმობს „თაღლითურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში“ და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას.

„საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს. დღეს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო (444 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით), რომელიც გმობს თაღლითურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და ქვეყნის მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას. როგორც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) მომლაპარაკებელმა, აღვნიშნე:

არაღიარება საარჩევნო შედეგების, რომელთა მანიპულირება მოხდა დაშინებით, ხმების ყიდვით და ბიულეტენების ჩატენით;

სასწრაფო საჭიროებაა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალებისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის;

დაუყოვნებლივი სანქციები ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას, მათ შორის ივანიშვილზე, კალაძეზე და ღარიბაშვილზე;

ევროკავშირმა უნდა გადახედოს უვიზო სტატუსს, თუ დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები არ იქნება დაცული;

ხელახალი არჩევნები ერთი წლის მანძილზე მიუკერძოებელი საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ.

საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია დემოკრატიის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე”, - წერს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს