სალომე სამადაშვილი - ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში - დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი

ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში. მე მინდა, რომ ყველამ გაიგოს ძალიან ნათლად, რაც საქართველოში მოხდა ეს არის გამეორება 1921 წლის სცენარის უბრალოდ ამ შემთხვევაში რუსეთი შემოვიდა საქართველოში არა საბჭოთა ჯარით და ტანკებით, არამედ გაყალბებული არჩევნებით, ხელისუფლების უზურპაციის გზით, დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უნდა შედგეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რადგან სამადაშვილის თქმით, თუ პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია.

„ან ჩვენ ახლა ვიბრძოლებთ, მნიშვნელობა არ აქვს -პარტიები, ხალხი, თითოეული მოქალაქე, ვისაც სიარული შეუძლია, ვისაც შეუძლია ფეხზე ადგეს და გამოვიდეს ქუჩაში, ან ჩვენ ახლა დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ამ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება, იმიტომ, რომ მოუწევს გაქცევა ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყნიდან. ამიტომ, მე მინდა, მივმართო ყველას- საჯარო მოხელეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დღეს ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ერთიათად იქნება ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ეს არ არის ოპოზიციური ბრძოლა, დღეს საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ეს გითხრათ თქვენ საქართველოს პრეზიდენტმა. მე არ მინდა, რომ ის დარჩეს უკანასკნელ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ამ ქვეყნის, განსაკუთრებით მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მან იცის, რას ნიშნავს რესპუბლიკის დასრულება. პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია