საბა ბუაძე - სახეზე რუსული ძალის მიერ კონსტიტუციური გადატრიალებაა - წინააღმდეგობა, პროტესტი და ერთიანობა არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა - არ გავატანოთ ეს ქვეყანა რუსეთს

სახეზე რუსული ძალის მიერ კონსტიტუციური გადატრიალებაა - წინააღმდეგობა, პროტესტი და ერთიანობა არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა - ყველას ვთხოვ, საკუთარი სინდისის კარნახით იმოქმედოს და არ გავატანოთ ეს ქვეყანა რუსეთს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლეში განუცხადა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, "ახლა იტესტება, რამდენად შეგვიძლია ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.

"სახეზე რუსული ძალის მიერ კონსტიტუციური გადატრიალებაა. ახლა, ყველანაირი გაზვიადების გარეშე, იტესტება, ვართ თუ არა ევროპული საზოგადოება და შეგვიძლია თუ არა ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და წინსვლისთვის. ვნახეთ, რომ ყველაფერი ცხადია. დაუფარავად და ღიად გრძელდება ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი, რომლის საბოლოო მზიანიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითმყოფადობის განადგურება. ამის წინაშე ვართ ჩვენ. ამ ძალას ჩვენ გათითოკაცებული ცხადია, ვერ დავუპირისპირდებით. ამიტომაც, ეროვნული მნიშვნელობის პასუხისმგებლობაა, რომ ყველა ტიპის ნაბიჯი, რომელიც ახლა გადაიდგმება, იყოს კოორდინირებული და მიემართებოდეს ერთადერთ მიზანს, რომელიც როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ახალი არჩევნებია. პრეზიდენტს ძალიან სწორი შეფასება ჰქონდა როგორც ამ ვითარების, ისე სამომავლო ხედვის. ახლა ჩვენზეა უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერებისა და სურვილების შესაბამისად. ეს პირველ რიგში, გულისხმობს უკომპრომისო ბრძოლას, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე, ცხადია, ვერაფერს გავხდებით.

წინააღმდეგობა, პროტესტი და ერთიანობა არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. ამიტომაც, ყველას ვთხოვ, რომ საკუთარი სინდისის კარნახით იმოქმედოს და არ გავატანოთ ეს ქვეყანა რუსეთს. საშიშროება და საფრთხე ისეთი რეალური და ცხადია, როგორც არასდროს არ ყოფილა”, - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს