ნიკა გვარამია - ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს - სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ

ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ოთივე პარტიის - "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ერთად დგომა სამშობლოს გადასარჩენად არის საჭირო.

“ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად და არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია მომავალი. არა.

მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ”, - წერია ნიკა გვარამიას პოსტში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის