მამუკა ხაზარაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსვენება არ მივცეთ - უნდა გადავუკეტოთ ყოველგვარი მოძრაობის, მანევრის საშუალება, ამაზე მეტი არ არსებობს, ესენი პუტინის მონები არიან და საქმე უნდა დავუმთავროთ

ქვეყანაში გვყავს საოკუპაციო ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ოკუპაციას, მოღალატეების ჯგრო - უნდა გადავიდეთ არა ცენტრალიზებულ, არამედ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველგან - სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამუშაო ადგილებზე სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია უნდა დაიწყოს.

„პრეზიდენტის სასახლიდან მოვდივარ, ოთხ კოალიციას გვქონდა შეხვედრა. მინდა არჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოვუწოდო, რომ მოხდეს კოორდინაცია არა მხოლოდ ლიდერების, არამედ დეპუტატების დონეზე. ჩვენ უნდა გადავიდეთ არა ცენტრალიზებულ, არამედ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე. უბან-უბან, სკოლა-სკოლა, უმაღლეს სასწავლებლებში, სამუშაო ადგილებზე უნდა დავიწყოთ სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია, რომ ამ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ეს ღალატი არ გაუვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსვენება არ მივცეთ. უნდა გადავუკეტოთ ყოველგვარი მოძრაობის, მანევრის საშუალება, ამაზე მეტი არ არსებობს, ესენი პუტინის მონები არიან და საქმე უნდა დავუმთავროთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს