საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს - აქციის მონაწილეების ნაწილმა ალექსანდროვის ბაღში გადაინაცვლა

პოლიციელები ცდილობენ გაათავისუფლონ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩები, ასევე, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოიყვანონ აქციის მონაწილეები და გაასუფთაონ ქაშვეთის შიდა და გარე ტერიტორია.

საპოლიციო ძალები ასევე ცდილობენ, გაათავისუფლონ ჯორჯაძის ქუჩა. ამ წუთებში მათ სრულად უკავიათ რუსთაველის გამზირი, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები.

აქციის მონაწილეებმა ალექსანდროვის ბაღში გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს