ელენე ხოშტარია - ვერცერთი ჭავლი, "რობოკოპი" ვერ გააჩერებს განაცხადს, რომ თურმე ჩვენ არ მივდივართ ევროპაში და მივდივართ რუსეთში - არ ვაპირებთ ჩაბარებას, ეს არის წინააღმდეგობის ყველაზე ღირსეული, ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტი

ჩვენ ყველა შევიკრიბეთ და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ადამიანებს, ვინც ასე იბრძვიან, სჭირდებათ ზურგი, სჭირდებათ ფარი - ეს ვართ ჩვენ და, პირველ რიგში, პრეზიდენტი , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, წინააღმდეგობა ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის.

“ყველაზე მთავარი, რასაც ვხედავთ, ეს არის წინააღმდეგობა, პროტესტი, შეუგუებლობა. ვერცერთი ჭავლი, ვერცერთი რობოკოპი ვერ გააჩერებს განაცხადს, რომ თურმე ჩვენ არ მივდივართ ევროპაში და მივდივართ რუსეთში - ეს გამოგვიცხადეს დღეს და ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი მოსახლეობა გამოვიდა და ამას აპროტესტებს. ამას ვერაფერი გააჩერებს, აქ არც ხალხი დაიშლება, არც ხვალ მორჩება ეს პროცესი. დღეს ნახეთ პრეზიდენტისა და ოპოზიციის განცხადებები - ჩვენ ყველა შევიკრიბეთ და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ადამიანებს, ვინც ასე იბრძვიან, სჭირდებათ ზურგი, სჭირდებათ ფარი - ეს ვართ ჩვენ და, პირველ რიგში, პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ერთობა და ეს ბრძოლა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ასე გავაგრძელებთ ბოლომდე, სხვა გზა ამ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ არ ვაპირებთ ჩაბარებას, ეს არის წინააღმდეგობის ყველაზე ღირსეული, ყველაზე ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს