ელენე ხოშტარია - ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია, რომელმაც თქვა, რომ არ გვინდა რუსეთში - პროტესტი უწყვეტი იქნება

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია და რეჟიმმა ვერაფერი დაუშავა იმ ხალხს, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პროტესტი უწყვეტი იქნება.

„ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არის პოლიცია, რომელსაც ეშინია ბევრი ხალხის. დასდევენ ცალ-ცალკე ადამიანებს და მათ შორის, აფთიაქში. გამოეკიდნენ ადამიანებს, რომლებიც უკვე სახლში მიდიოდნენ. გადაწყვიტეს, ასე ცალ-ცალკე დაიჭირონ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს მთელი ღამე ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია და რეჟიმმა ვერაფერი დაუშავა იმ ხალხს, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში. ვერც [წყლის] ჭავლმა, ვერაფერმა გააჩერა ეს ხალხი. სადაც არ უნდა გაეკიდონ, პროტესტი იქნება უწყვეტი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველთან“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს