ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლას“ 12 500 სამიზნეს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები შეაჯამა და განაცხადა, რომ 14-თვიანი დაპირისპირების განმავლობაში 12 500 სამიზნეს დაარტყა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰეზბოლას“ 12 500-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, მათ შორის 1 600 სამეთაურო ცენტრსა და 1 000 იარაღის საცავს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სახმელეთო შეტევაში მონაწილეობა მიიღო ბრიგადის დონის 14-მა სპეცრაზმმა და 100-ზე მეტი სპეცოპერაცია განხორციელდა.

თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰეზბოლას“ 2500 ოპერატორის დაღუპვა დაადასტურეს, თუმცა, მათი შეფასებით, ეს რიცხვი დაახლოებით 3500-ს შეადგენს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფის უმაღლესი ხელმძღვანელობის 13 წევრი.

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების დროს ისრაელმა დაახლოებით 12 000 ასაფეთქებელი მოწყობილობა და დრონი, 13 000 რაკეტა, გამშვები და ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო სისტემა ამოიღო.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა