საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯივიპი“ ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (gwp) ჟინვალჰესის პროექტების მენეჯერი, ელექტროენერგიის წარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბაკურაძე და „ჯივიპის“ უფროსი რეკრუტერი მარიამ ადეიშვილი შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.

როგორც პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის მიმართულების პოპულარიზაციას, სტუდენტთა დასაქმებასა და კარიერულ ზრდას.

დეკანის თქმით, „ჯივიპი“ საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებითაც საქმიანობს.

„სტუდენტთა კარიერულ ზრდაზე ზრუნვა ქვაკუთხედია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ეს პროცესი მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას და უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უწყობს ხელს და, ამასთან ერთად, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მეტი ინფორმაცია ნიშნავს მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას და შემდგომში - მეტ კვალიფიციურ კადრს. სტუდენტების მონაწილეობა „ჯივიპის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში და მათი სამომავლო დასაქმება ჩვენი უმთავრესი ამოცანა და მიზანია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრებით ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას აქტიურად შევუწყობთ ხელს”, - აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ შესაძლებლობა აქვთ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ შემდეგ ვაკანსიებზე: ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერი, აღრიცხვის სპეციალისტი, ელექტროინჟინერი, ელექტრიკოსი, უფროსი ოსტატი, ელექტრომექანიკოსი და ზეინკალი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო