ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დოკუმენტს ხელი ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.

„შეთანხმება თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებას და ასევე ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო და ლაბორატორიულ ბაზებზე სტუდენტების სტაჟირებას ითვალისწინებს.

შეხვედრას ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, გურამ მემარნე, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ მეტრეველი, აგროსკოლის დირექტორი მამუკა თურმანიძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება