კახა კალაძე - კოლექტიურ რადიკალებს მოგიწევთ ერთ რამეზე შეგუება, რაც ძალიან მძიმეა თქვენთვის - საქართველო არ არის ტერიტორია, საქართველო არის ჩვენი სამშობლო, შესაბამისად, სამშობლო უპირველეს ყოვლისა!

ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო და რა ვიცი, გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა?! - ხომ ამბობენ, რომ ჩვენ რუსულ საქმეს ვაკეთებთ - რომ გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება, აბა, სინჯონ, გააკეთონ, გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება! ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. ის ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არჩევნებში პირდაპირი ჩარევის გამო დაამახსოვრდებათ.

„ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით, მისი განცხადებებით. ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებებიო, მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო და რა ვიცი, გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა თუ შეჩერებული იყო დღემდე?! რატომ გახდა გუშინდელი განცხადება პრობლემა არ მესმის! მართლა ვამბობ, თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ ?! გახსნან ! რა არის პრობლემა ამაში?! ხომ ამბობენ, რომ ჩვენ რუსულ საქმეს ვაკეთებთ - რომ გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება, აბა სინჯონ, გააკეთონ, გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება! ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა! თქვენ კოლექტიურ რადიკალებს მოგიწევთ ერთ რამეზე შეგუება, რაც ძალიან მძიმეა თქვენთვის- საქართველო არ არის ტერიტორია, საქართველო არის ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, შესაბამისად, ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა!“- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს