რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებული ერთ-ერთი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ

28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ერთ-ერთი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ.

როგორც მისმა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, დაკავებულს სახის ძვლები გატეხილი აქვს, ასევე დაზიანებები აქვს თვალ-ბუდისა და სხეულის სხვადასხვა არეში.

ადვოკატის თქმით, ის თავდაპირველად კავკასიის მედიცინის ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა, იზოლატორში მაინც მოიყვანეს.

ქობესაშვილის განმარტებითვე, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი იზოლატორში შესახლება ვერ მოხერხდა და კლინიკაში გადაჰყავთ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 43 პირიდან ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ნაწილი კი ქალაქის სამმართველოშია გადაყვანილი. მათი იზოლატორებში შესახლების პროცედურები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაკავებული პირების ნაწილი მათმა უფლებადამცველებმა უკვე მოინახულეს. თითქმის ყველა ადვოკატი, დაკავებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, ყველა დაკავებული საუბრობს მათ სამართალდამცავებისა და სპეცრაზმის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. ადვოკატის განმარტებითვე, დაკავებულებმა დაზიანებები სახისა და სხეულის არეში აქვთ, ასევე ე.წ, წიწაკის სპრეის შესხმის გამო, ნაწილს დამწვრობაც აღენიშნება.

ლონდარიძეს ერთ-ერთმა დაკავებულმა მას განუცხადა, რომ ნიღბიანმა პირმა ის წააქცია და გულ-მკერდის არეში ფეხი დააბიჯა.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 43 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო