„მრავალეროვანი საქართველო“ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ და გადახედოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ

„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ და გადახედოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, საერთო სამოქალაქო მოძრაობა კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე.

„მრავალეროვანი საქართველო“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. აღნიშნული ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროინტეგრაციის კურსსა და საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინკლუზიური მომავლის ხედვას. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს, გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია, რომელიც დღეს საფრთხის ქვეშაა ხელისუფლების ქმედებების გამო. ასევე, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე და საშუალება მისცეს, თავისუფლად ისარგებლონ თავისი კონსტიტუციური უფლებებით; გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა; ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ მოვლენების შეუფერხებელი გაშუქება; გადახედოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით. „მრავალეროვანი საქართველო“ კვლავ ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ნების გამოხატულებაა და ამ გზაზე სვლა შეუქცევადი უნდა იყოს. ამასთან ერთად, ვაცხადებთ მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე (ტელ: 2 96 21 25)“, - აღნიშნულია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო