„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მიგვაჩნია, რომ ქვეყანას რეალურ ზიანს პოლიციაზე თავდასხმა, ქუჩის არეულობები და რევოლუციისკენ მოწოდებები მოუტანს და არა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე გადაწევა

განსაკუთრებით გაუგებარია პროტესტის მიზეზი, როდესაც დიდი ხანია ცნობილია ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, რომ 2030 წლამდე გაფართოება არ იგეგმება. საზოგადოებას შევახსენებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას, სადაც ის მკაფიოდ ამბობს, რომ ევროკავშირიც და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა მოემზადონ 2030 წლისთვის, როდესაც დადგება გაფართოების მომენტი,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკების გახსნიდან 2 წელიწადში პროცესი უნდა დასრულდეს და მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, ხოლო ამ ვადებზე ადრე მოლაპარაკებების პროცესის გახსნა, საქართველოში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან გამოიყენება მხოლოდ შანტაჟისა და მოქალაქეთა დეზინფორმაციისათვის განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მოსატყუებლად.

„პრაქტიკა აჩვენებს, რომ კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკების გახსნიდან 2 წელიწადში პროცესი უნდა დასრულდეს და მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ვადებზე ადრე მოლაპარაკებების პროცესის გახსნა, საქართველოში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან გამოიყენება მხოლოდ შანტაჟისა და მოქალაქეთა დეზინფორმაციისათვის (განსაკუთრებით ახალგაზრდების მოსატყუებლად). სწორედ ამ მიზეზით მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე საქართველომ დღის წესრიგიდან ამოიღოს მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანას რეალურ ზიანს პოლიციაზე თავდასხმა, ქუჩის არეულობები და რევოლუციისკენ მოწოდებები მოუტანს და არა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე გადაწევა”, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება