მეუფე საბა - მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს

ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს - მე როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, სასულიერო პირის თქმით, ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

„ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა!

ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ჩვენ ვართ ნაწილი ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის, ჩვენ ვართ აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭე და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება, მითუმეტეს რომ ამას ამყარებს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია და მისი წყარო ქართველი ხალხი!

ჩემის მხრივ ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის იგი, ძალადობა იმსახურებს დაგმობას!

მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, რომელიც უპირველესად გადის კონსტიტუციის დაცვაზე და რომლის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია!“ - წერს მეუფე საბა „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს