ახალი პრემიუმ ხაზი „კერხერისგან“ და „შავი პარასკევის“ ფასდაკლება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

საწმენდი ტექნოლოგიების ნომერ პირველმა მწარმოებელმა, გერმანულმა ბრენდმა „კერხერმა“ მომხმარებლებს ახალი, პრემიუმ მიმართულება Signature Line წარუდგინა. ეს გახლავთ გამორჩეული ხაზი საყოფაცხოვრებო აპარატებში, რომელიც წარმოდგენილია ბრენდის დამფუძნებლის, ალფრედ კერხერის ხელმოწერით.

ამ ეტაპზე ახალი მიმართულება აერთიანებს 6 ტიპის აპარატს. ესენია: მინის საწმენდი, ორთქლის საწმენდი, ქიმ.წმენდის აპარატი, მტვერსასრუტი, იატაკის საწმენდი და ჰაერის საწმენდი აპარატი. თითოეულ პროდუქტზე თავად ალფრედ კერხერის ხელმოწერა იქნება დატანებული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის განსაკუთრებულობას, ხარისხსა და სანდოობას.

საქართველოში „კერხერის“ ახალი ასორტიმენტის შეძენა შესაძლებელია როგორც ბრენდის წარმომადგენლობით ცენტრებში, ისე ონლაინ და პარტნიორ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

საინტერესოა, რომ „კერხერმა“ დააანონსა ფერის შეცვლა საოჯახო შიდა გამოყენების სრულ ასორტიმენტზე. ამიერიდან სახლის ტექნიკა იქნება მხოლოდ თეთრი ფერის. ყვითელი ტექნიკა, რომელიც მხოლოდ ერთეულების სახითაა დარჩენილი მაღაზიებში, გაიყიდება ფასდაკლებით მარაგების სრულ ამოწურვამდე.

„კერხერი“ უკვე რამდენიმე ათეული წელია სექტორის გამორჩეული წარმომადგენელია, რასაც მისი ისტორია და ხარისხი განსაზღვრავს. ეს გახლავთ ბრენდი, რომელიც:

  • დაარსდა 1935 წელს ალფრედ კერხერის მიერ ქალაქ ვაინინგენში, გერმანიაში;
  • თავდაპირველად ქმნიდა ინოვაციურ გამათბობლებს, თუმცა მოგვიანებით წარმოება სრულად საწმენდ ტექნოლოგიებზე გადავიდა;
  • 1950 წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა მსოფლიოში პირველი თბილი წყლის მაღალი წნევით მოქმედი აპარატი. ეს კი საწმენდი ტექნოლოგიების განვითარების საფუძველი გახდა;
  • გამორჩეულია ასორტიმენტის მრავალფეროვნებით, თუმცა მისი მთავარი მიმართულება მაღალი წნევის აპარატებია. პარალელურად, კომპანია აწარმოებს ყველა პროდუქტს, რომელიც შიდა სივრცეების დასასუფთავებლადაა საჭირო. ეს გახლავთ: მტვერსასრუტები, ორთქლით გამწმენდი მოწყობილობები, ფანჯრების საწმენდი მოწყობილობები, იატაკის სარეცხი და საშრობი მოწყობილობები და სხვა არაერთი. საერთო ჯამში „კერხერი“ აწარმოებს 3 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს;
  • წარმოდგენილია 150-ზე მეტ ქვეყანაში და ყველგან სექტორის წამყვანი მოთამაშეა.

ამ ეტაპზე „კერხერი“ მომხმარებლებს „შავი პარასკევის“ ფასდაკლებასაც სთავაზობს. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია 1 დეკემბრის ჩათვლით, როგორც ბრენდის მაღაზიებში, ისე ონლაინ. 2 დეკემბერს კი ფასდაკლება გაგრძელდება მხოლოდ ონლაინ შესყიდვების დროს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო