„გაიღვიძე საქართველო“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„გაიღვიძე საქართველო“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

ლეტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. შეკრებილები კოლეგებს მოუწოდებენ, პროტესტი გამოხატონ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„გუშინ, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.

ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის დაცვის მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ მშვიდობიან პროტესტს მთავრობა სასტიკად გაუსწორდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და ვასწავლოთ უნივერსიტეტში. ამგვარი განვითარების გამო, საფრთხე ემუქრება სასწავლო პროცესს, ყველა ჩვენს გაცვლით პროგრამას, კვლევების მხარდაჭერას და საერთოდ უნივერსიტეტის არსებობას.

ამიტომაც, ვაცხადებ პროტესტს და მიგვაჩნია, რომ ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!

მოვუწოდებთ ყველა პროფესორ-მასწავლებელს შემოუერთდნენ ამ განცხადებას და გამოხატონ პროტესტი! ეს არის ბრძოლა ყველა ჩვენთაგანის საერთო მომავლის დაცვისთვის!

მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიურ საბჭოს, ყველა დეკანს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, გააკეთონ მკაფიო განცხადება და გააპროტესტონ მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის და ყველა სახის ევროპული მხარდაჭერის გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი;

ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ლეილა ახვლედიანი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ირაკლი ბარამიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

კახა სურგულაძე, ბსუ-ს პროფესორი;

ნელი ახვლედიანი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ნათია ხარატი, ბსუ-ს მოწვეული ლექტორი;

ცირა კაპანაძე, ბსუ-ს მოწვეული ლექტორი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო