მამუკა მდინარაძე - 16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება - ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეს, საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა

16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება - ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს, საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა - ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის „მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი“.

„16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება და ამ თარიღზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები. ვერ მოგატყუებთ, ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა-თქო, მაგრამ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ მათი გეგმებით, 16 დეკემბერს საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ყველა შემოდგომაზე და გაზაფხულზე ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ, რომ წელიწადში ორჯერ, ამ პერიოდში იგეგმება და ტარდება ხოლმე ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება. მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი.

საერთოდ არ მოვიდნენ და არ გააპროტესტეს მთავრობის დამტკიცების დღე. ისინი მთელს გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერზე.

16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა, იქიდან გამომდინარე რომ „ქართულ ოცნებას“ ევროსაბჭომ და ევროკომისიამ უარი უთხრა მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ. ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს იმ კითხვაზე [რომელიც მათ აქვთ] - რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინც და მაინც ახლა, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა არ არსებობდაო“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მმართველმა გუნდმა თავიდან აიცილა „16 დეკემბრიდან ახალწლამდე არეულობები“.

„ამ გადაწყვეტილებით თავიდან ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, 16 დეკემბრიდან მოყოლებული, ახალწლამდე არეულობას. ახლა, დარწმუნებული ვარ ჩაცხრება [პროტესტი] იმიტომ, რომ ამ ჩვენს ნასაუბრებს ბევრი ადამიანი მოისმენს და ბევრი მიხვდება. რამდენად მყარ სიმართლეს ვამბობთ. ყველა ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც გულწრფელად რაღაცას თავისთვის აპროტესტებს და ყველა ადამიანს, ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ცუდი მოხდა, მათ მივმართავ - ისინი მართლები არიან თუ, რასაც მათ ატყუებენ, საქართველომ მართლაც უარი თქვა ევროინტეგრაციაზე. ამ შემთხვევაში მართლები არიან. დიახ, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს, მაგრამ, რადგან ეს ტყუილია, უნდა დაფიქრდნენ, კარგად წაიკითხონ ან მოისმინონ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება და შემდეგ აღმოაჩენენ რაშია საქმე.

16 დეკემბერს დადონ დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და ჩვენ, რა თქმა უნდა, არც კი დავფიქრდებით ხელს მოვაწერთ მას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია