მამუკა მდინარაძე - ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან

16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ - ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, „ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ გაპროტესტებით ჩაიშალა რადიკალური ოპოზიციის შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც, ყოველი მომდევნო შემოდგომისა და გაზაფხულის არეულობის გეგმები ეშლებათ, პირველ რიგში კი - 16 დეკემბერს დაგეგმილი არეულობის გეგმები“.

„ისევე როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში, ჩვენ ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები მათ, ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ისინი ცდილობდნენ საარჩევნოდ შემოენახათ ენერგია. მათ ერთი მხრივ ვერ შეძლეს ქართული საქმისათვის ხელის შეშლა გაზაფხულზე და მეორე მხრივ, გამოეცალათ მთლიანი ენერგია, რაც არჩევნებისათვის უნდა დაეხარჯათ და არჩევნების საბოტაჟი ამით განეხორციელებინათ. ამიტომ იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან აიცილა არეულობა და ქაოსი არჩევნების პერიოდში ქვეყანაში და მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ქართული კანონი მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენ 16 დეკემბრიდან მოყოლებული ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან. ახლა ეს ჩაცხრება დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამ ჩვენს ნალაპარაკევს ბევრი ადამიანი მოისმენს და ბევრი მიხვდება, რამდენად მყარ სიმართლეს ვამბობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი