მამუკა მდინარაძე - ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი - თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ?

ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი - თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი ექნებათ შესრულებული.

„ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა შეეწინააღმდეგა თავის თავს. თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? თქვენ შეგიძლიათ შეჩერებული ავტომობილი კიდევ უფრო გააჩეროთ? შეგიძლიათ თქვათ, რომ ხელის მუხრუჭი ამოწიოთ და ამ სისულელეებში წავალთ შემდეგ, მაგრამ არათუ რაიმე სახის მუხრუჭი, არამედ ვამბობთ, რომ ზედმიწევნით და ზედმეტი მონდომებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას და პირობას ვდებთ, რომ 2028 წლისთვის ჩვენ ამ ორი შეთანხმების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ევროინტეგრაციის პროცესი ამ ორ დოკუმენტზეა დამოკიდებული. მეტი სამართლებრივი დოკუმენტი, მეტი გზამკვლევი დაწერილი პუნქტებად ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას მდინარაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა თავადაც შეუძლია და თუ მაგიდაზე მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება ექნებათ, „ქართული ოცნება“ ამას ხელს მოაწერს.

„თუ მათ [ევროკავშირს] უნდათ, ჩვენი მიმართვა აუცილებელი პირობა არ არის მოლაპარაკებების გასახსნელად. მოლაპარაკებების გახსნა თავადაც შეუძლიათ. დადონ ასეთი დოკუმენტი მაგიდაზე და ჩვენ იმავე წამს მოვაწერთ ხელს. თუ ასეთი დოკუმენტი დაიდება, ზეპირი განცხადების სახით წინსწრებად გეუბნებით გუნდის სახელით, რომ ჩვენ ხელის მოსაწერად თანახმები ვართ. ეს თქვა დღეს ირაკლი კობახიძემაც და ვიმეორებ მე. მაშინ პრობლემა რაღაშია? - პრობლემა არის ტყუილში, რომლითაც ისინი აბრაზებენ საზოგადოებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია