ლაშა ტალახაძე - ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა,  “რას ჰქვია არ შეეხვეწებით”, აბა, სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა

დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, ე.ი. იმას გაგება არ უნდა. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე , - წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს „4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა", მაგრამ თუ გაუხსნიან იმ წუთსვე მოაწერენ ხელს.

„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა, ესე იგი.

საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.

ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? - იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.

შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა, “რას ჰქვია არ შეეხვეწებით”. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“, - წერს ლაშა ტალახაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს