ლევან ხაბეიშვილი - გეგმა არის შემდეგი: დაუღალავად მივაწვებით 4-5 დღე და მოვიგებთ - ყველა ქალაქში უნდა იყოს წინააღმდეგობის ეროვნული მოძრაობა

გეგმა არის შემდეგი: დაუღალავად მივაწვებით 4-5 დღე და აი, მაშინ მოვიგებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სახლში არავინ უნდა დარჩეს და ყველა ქალაქში პროტესტი გაიშალოს.

„არავინ არ გაჩერდეთ სახლში, სპეცრაზმმა მაქსიმუმ გაძლოს 4-5 დღე. ინტენსიურად უნდა შევუტიოთ ამათ და მივაწვეთ. 3 დღის შემდეგ იღლებიან და მეოთხე დღეს ფაქტობრივად უფუნქციო არიან.

ყველა ქალაქში უნდა იყოს წინააღმდეგობის ეროვნული მოძრაობა. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს მიტაცებული ხელისუფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ გაარუსეს ეს ქვეყანა, ამიტომ ნურავინ ნუ დარჩებით სახლში. გეგმა არის ყოველდღიური ბრძოლა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე უკვე მეორე დღეა საპროტსტო აქცია მიმდინარეობს, მომიტინგეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ, საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები არაერთხელ გამოიყენა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის