9 აპრილის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებას

9 აპრილის ქუჩაზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული, პერიოდულად ინციდენტებს აქვს ადგილი.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახის ნივთებს ესვრიან სამართალდამცავებს, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა მათი მხრიდან გაფრთხილება. ასევე, ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებებსაც.

ამ დროისთვის, სპეცდანიშნულების კორდონის უკან დგას წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანები.

აღსანიშნავია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია ასევე პარლამენტის მიმდებარე სხვა ქუჩებზეც, კერძოდ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის. სპეცდანიშნულების რაზმი ასევე განლაგებულია თავისუფლების მოედანზე.

რუსთაველის გამზირზე მეორე დღეა მიტინგი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს