გიორგი გახარია - ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა - არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი

ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ არჩევნები მოგვპარა, შემდგომ ევროპული მომავალი, თან „ეს ყველაფერი გააკეთა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა“.

„ის, რაც აქ ხდება თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ არჩევნები მოგვპარა, შემდგომ ევროპული მომავალი. ეს ყველაფერი გააკეთა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, თან გაუგებარი ახსნებით. ჩვენი ვალია ერთიანობა, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, რომ მშვიდობიანად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს