ინგოროყვას კლინიკის ექიმი - მარიამ გაფრინდაშვილს  ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში, მოხდა  დამუშავება, გაკერვა - ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია

მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა გაკერვა, ახლა კი მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები.

„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. მოძრაობის სიფართე კიდურებში თანაბარია, ნევროლოგიური გასინჯვით მას სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს ამ ეტაპისთვის.

ჩივილების მიხედვით, იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. ალბათ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ იქნება დაზიანება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა ექიმმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს