არმაზ ახვლედიანი - საზოგადოებამ უნდა დააყენოს მკაფიო მოთხოვნები:  30 ნოემბრის 20:00 საათამდე გადადგეს თვითმარქვია მთავრობის მეთაური,  2025 წლის მარტში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები

ივანიშვილის სადისტური, პუტინისტური რეჟიმის თითოეული საათი, დღე უბედურებაა საქართველოსთვის! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, საზოგადოებამ ახლა კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააყენოს.

“ახლა საზოგადოებამ უნდა დააყენოს მკაფიო მოთხოვნები:

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული თითოეული მოქალაქე;

მიმდინარე წლის 30 ნოემბრის 20:00 საათამდე გადადგეს თვითმარქვია მთავრობის მეთაური;

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები შეირჩენ საზოგადოების სრული ნდობით;

დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის მარტში.

ეს შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი ცვლილების გზით განმუხტვის ბოლო შანსია”, - წერს ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს