ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს - წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია: ან იყენებთ ბერკეტებს და აჩერებთ ძალადობას, ან ხართ ღალატის თანამონაწილე

გგონიათ, მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? სულ ვერიდებოდი სახელების ხსენებას. მოვიდა პერსონალური პასუხისმგებლობების შეხსენების დრო , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეზვრიშვილი პერსონალურად იმ პირებს მიმართავს, რომლებიც წარსულში მისი თანაგუნდელები იყვნენ.

“დავიწყებ პროკურატურით (გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები) და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსით. ყველას პირადად გიცნობთ, ერთად ბევრი კარგი გვიკეთებია. მაგრამ წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია - ან იყენებთ ბერკეტებს და აჩერებთ ძალადობას, ან ხართ სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ხალხის ღალატის თანამონაწილე უმოქმედობით.

„კარგი რა, ხომ იცით როგორცაა, ჩვენ რა შეგვიძლია, ბიძინა წყვეტს“. არა, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ კანონი და განუზომელი იმუნიტეტი გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ.

ზუსტად ვიცი, იცით საით მივყავართ. ზუსტად ვიცი, არ გჯერათ პროპაგანდისტული ბოდვების. ამიტომ, ან მოქმედებთ კანონით, ან უერთდებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას ღალატში და მიყვებით მათ, სადაც ხალხი გაისტუმრებს.

არაფერი პირადული. პატივს ვცემ ჩვენს ერთობლივ მუშაობას ბევრ კარგ საქმეზე. უბრალოდ ბოდიშით, მაგრამ სამშობლო ყველაფერზე მაღლაა”, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს