ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით,  „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს.

როგორც ექიმმა განაცხადა, მარიამ გაფრინდაშვილი მეთვალყურეობის მიზნით კლინიკაში დაახლოებით 24 საათი დარჩება.

„ჰქონდა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. იყო ემოციურად ძალიან დატვირთული, თუმცა ამ წუთას არის მშვიდად. ითხოვს ბინაზე გაწერას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავტოვოთ მეთვალყურეობისთვის კლინიკაში დაახლოებით 24 საათი. მსუბუქი ტვინის შერყევის კლინიკაა. სხვა არაფერს უჩივის. დამაკმაყოფილებელია ჰემოდინამიკა, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილური აქვს“, - განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ინგოროყვას ექიმის განცხადებით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა დამუშავება და გაკერვა.

„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა“, - განაცხადა ექიმმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს