ჯო უილსონი და სტივ კოენი - საქართველოს ქუჩებში მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ, ამ პასუხს მძაფრი ფორმით ვგმობთ - ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერი, კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ისინი „მძაფრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „ექსტრემალური ძალადობის“ ფორმას.

„ხუთშაბათს ქართველები თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდნენ, რათა ხმა ამოიღონ "ქართული ოცნების" პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ. ჩვენ ამ პასუხს ყველაზე მძაფრი ფორმით ვგმობთ.

არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ გააყალბა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და კიდევ ერთხელ უგულებელყოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მისწრაფებები. ამ კვირის დასაწყისში, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა დასვა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს მთავრობა არალეგიტიმურია. ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ და მოვუწოდებთ ორივე - ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, დაუბრუნდეს ქართველების მხარდაჭერას მათ ბრძოლაში - აღადგინონ საკუთარ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯონ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაზე", - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონისა (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერის, კონგრესმენი სტივ კოენის (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი