დიმიტრი ხუნდაძე - საზოგადოების ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას - მათ სურთ სისხლი, რათა უფრო დაიძაბოს ვითარება

ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას , - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ აქციამ „ვერ ჩაიარა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო“.

„მინდა ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ აქციამ, სამწუხაროდ, ვერ ჩაიარა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო. დაზიანებულები არიან პოლიციელები, ჟურნალისტები, მოქალაქეები - ისინი ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.

მაგრამ, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებული სისასტიკით როგორ ხდება პოლიციელების გამოწვევა და გამოყვანა წონასწორობიდან, რათა მოხდეს შეჯახება. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა კიდეც აქციის მონაწილეთა სურვილი - მათ სურთ სისხლი, რათა უფრო დაიძაბოს ვითარება," - განაცხადა დეპუტატმა.

ხუნდაძის თქმით, პროტესტი უსაფუძვლოა.

„ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას. პირველი ასეთი წაუკითხავი გაპროტესტება (დაკვეთაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ასეთი იყო - არ წაიკითხო და გააპროტესტე) წამოვიდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომ ის იყო რუსული. სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილმა მართლაც არ წაიკითხა კანონი, დაარქვეს რუსული, გააპროტესტეს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაშიც კი ვერ მოიძებნა პასუხის გამცემი შეკითხვაზე, რატომ იყო ის რუსული. ბოლოს დამკვიდრდა პასუხად სიტყვა „იმიტომ", რაც სასაცილოდაც კი იქცა.

ასეთი „წაუკითხავი" პროტესტია დღესაც, როცა პრემიერმა სრულიად ნათელი განცხადება გააკეთა და რუსთაველზე მდგომებმა არათუ წაიკითხეს, პაველ ჰერჩინსკის ათარგმნინეს მისი ნათქვამი. მან კი თარგმნა ისე, როგორც აწყობდა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში