საია - ძალადობის ხარისხი და ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას და შეფასებას აქვეყნებს.

საია აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.

ორგანიზაციის შეფასებით, სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო.

„02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის, წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი, და, ასევე კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, შსს-მ თავად უნდა განმარტოს თუ რა არის ეს საშუალება. აღსანიშნავია, რომ საშუალებების ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენების აკრძალვა შსს-მ შეცვალა და გააუქმა, რათა, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით გაემარტივებინა დემონსტრაციების დაშლის ამგვარი ადამიანის უფლებებთან სრულად შეუსაბამო პრაქტიკა.

დემონსტრანტების ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავების პრაქტიკა და ფიზიკური ანგარიშსწორება დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.

ძალადობის ხარისხი და ასეთი ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო”, - წერია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს