მომიტინგეებმა ბარიკადები კიდევ ერთ მონაკვეთზე - ბესიკის ქუჩაზე აღმართეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ბარიკადებს პერიოდულად ამაგრებენ.

პარალელურად, მომიტინგეებმა ახალი ბარიკადები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით აღმართეს ბესიკის ქუჩაზე. აქციის მონაწილეებმა გზა ავტომობილით ჩახერგეს.

რუსთაველის გამზირზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. ადგილზე რჩება წყლის ჭავლის ავტომობილებიც.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები. თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა