ანა დოლიძე - სისხლიანი ავტორიტარიზმია ჩვენ წინაშე - თუ არ გავწმინდეთ და დავსაჯეთ ერთხელ მაინც ეს სისტემა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ

ჩვენს წინაშე სისხლიანი ავტორიტარიზმია - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ეს სისტემა ერთხელ მაინც თუ არ გაიწმინდა და დაისაჯა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ.“

„არასოდეს არავის ხელისუფლებაში არ ქონია ნება გამოეკვლია და გამოეძია ის სისასტიკე და მისი მიზეზები, რის გამოც სპეცრაზმი თავისი ნებით უსწორდება ხოლმე მშვიდობიან ხალხს. დაგდებულ მომიტინგეს ურტყამს გამალებით ან თინეიჯერს მისდევს ქუჩა-ქუჩა და სცემს. არავინ გააკეთა ეს 2012 წლის მერეც იმიტომ, რომ ამ სისტემას თავისთვის ინახავდა. თუ არ გავწმინდეთ და დავსაჯეთ ერთხელ მაინც ეს სისტემა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ. როდისღაც მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - წერს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა