ლეოპოლდო ლოპესი - ის, რაც საქართველოში ხდება ვენესუელის ტრაგედიას ჰგავს, სად არის დასავლელი ლიდერების მოქმედება? - არ დაუშვათ, რომ საქართველო ვენესუელის გზას გაჰყვეს

ის, რაც საქართველოში ხდება ვენესუელის ტრაგედიას ჰგავს, სად არის დასავლელი ლიდერების მოქმედება? - ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციისა და პარტია „სახალხო ნების“ ლიდერი, ლეოპოლდო ლოპესი სოციალურ ქსელში წერს.

„ის, რაც საქართველოში ხდება ვენესუელის ტრაგედიას ჰგავს: არჩევნების მასობრივად მოპარვა და ძალაუფლების ანტიკონსტიტუციურად ხელში ჩაგდება. ხალხის ცეცხლი და დემოკრატიული სული პროტესტის ნიშნად, თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნით, ქუჩებს კიდევ ერთხელ ანათებს. მაგრამ სად არის დასავლელი ლიდერების მოქმედება? კიდევ რამდენი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე, სანამ გადამწყვეტ ზომებს მივიღებთ?“ - წერს ლეოპოლდო ლოპესი.

მისივე თქმით, ახლა მოქმედების დროა და მსოფლიო მხოლოდ თვალს ადევნებს მაშინ, როდესაც პუტინი მეტ ტერიტორიასა და გავლენას იძენს.

„დემოკრატიულმა ქვეყნებმა დემოკრატიებს მხარი უნდა დაუჭირონ. არ დაუშვათ, რომ საქართველო ვენესუელის გზას გაჰყვეს. ქართველი ხალხის გვერდით დადექით!“ - აღნიშნავს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი.

ცნობისთვის, 2014 წლის ვენესუელის საპროტესტო აქციების შემდეგ ლეოპოლდო ლოპესი დააკავეს, ხოლო 2015 წელს სასამართლომ მას 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ევროკავშირმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ლოპესი 2017 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, სანამ 2019 წელს ვენესუელის საპრეზიდენტო კრიზისის ფონზე არ გაათავისუფლეს. 2019 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ლოპესმა თავი კარაკასში ესპანეთის საელჩოს შეაფარა, ხოლო 2020 წელს ვენესუელა დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს