საია საპროტესტო აქციაზე დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ამ დროისთვის 90-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია - ამ დრომდე ადვოკატები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას და მათ მონახულებას,- ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ისინი სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას.

„გასული ღამის განმავლობაში, უწყვეტად შემოდიოდა სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე დაკავებულების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის 90-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ამ დრომდე ადვოკატები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას და მათ მონახულებას. მთელი ღამის განმავლობაში ისინი სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას.

ადვოკატები ელოდებიან დაკავებულთა იზოლატორებში დარეგისტრირების პროცედურის დასრულებას, რათა შეძლონ მათთან შეხვედრა და გასაუბრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს