რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას 29-30 ნოემბერს დაკავებულ პირებს ქალაქის მთავარ სამმართველოში სახალხო დამცველი ხვდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას 29-30 ნოემბერს დაკავებულ პირებს ქალაქის მთავარ სამმართველოში სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ხვდება.

მას შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკავებული და დაშავებული პირები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

როგორც უფლებადამცველი მარიამ მაღრაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირი უკიდურესად ნაცემია, ისინი კლინიკაში ჰყავდათ მოთავსებული, რის შემდეგაც, სამმართველოში გადმოიყვანეს.

ადვოკატის თქმით, „დაკავებულებს სპეცრაზმელები და გდდ-ს თანამშრომლები გაუსწორდნენ, მათ წიხლებს ურტყამდნენ, აგინებდნენ და „ჩმორებს“ ეძახდნენ“.

დაკავებულების ნაწილი ქალაქის სამმართველოშია, ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ნაწილს კი, რეგიონებში შეასახლებენ.

ცნობისთვის, 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს