ირაკლი კობახიძე - გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან - მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული

გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან. მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის" ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები არ უნდა შეჰგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას და სახელმწიფოსთვის ძალადობა უნდა დაეპირისპირებინათ.

„ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიული არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, ისე, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა. პირიქით, ვიხილეთ, რომ ეუთო/ოდირის მისიის მიერ არჩევნების აღიარების შემდეგ, თავად ეს მისიაც კი იქცა თავდასხმის სამიზნედ რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების მხრიდან. სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო ძალადობა, რომელიც გუშინ და გუშინწინ თბილისში ვიხილეთ. საინტერესოა, რომ მიტინგზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მიტინგის ორგანიზატორებს ადგილზე ტრიბუნაც კი არ მიუტანიათ. აქედანაც ჩანდა, რომ მიტინგი იმთავითვე იგეგმებოდა, როგორც ძალადობა და ის, მოძალადეთა საბოლოოდ შეკრებისთანავე, იქცა კიდეც ძალადობად პოლიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო