გიორგი გახარია - ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია უკანონოდ დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ - სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს

დღეს საქართველოს სამარცხვინო სახალხო დამცველი ჰყავს, რამდენიმე საათი გავიდა და ოჯახები ეძებენ ასობით დაკარგულს, დაკავებულს და სხვადასხვა სამედიცინო უწყებაში მოხვედრილ ადამიანებს და სახალხო დამცველი სადარის არავინ არ ვიცით, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას უცხადებს და საზოგადოებას მოუწოდებს გვერდში დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს.

„სახალხო დამცველი ახლა დიღმის იზოლატორში კი არ უნდა იყოს, მთელი ღამის განმავლობაში უნდა ყოფილიყო რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვა. ჯობს, ასეთი სახალხო დამცველი ჩვენ არ გვყავდეს, გვეცოდინება მაინც, რომ არ გვყავს და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ.

ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს. დრო და ადგილი დაუთმო პრემიერს ელაპარაკა ტყუილების მთელი კასკადი, არაპროვოცირებულ ადამიანებს ესხმოდნენ ნიღბიანი პოლიციელები თავს, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. ჩვენს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ლევან თორიას, როდესაც ის აქციას ტოვებდა ათობით ნიღბიანი პოლიციელი, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები, თავს დაესხა და ეს ადამიანი ჩვენ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში [ვიპოვეთ]...

ყველა ადამიანი, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!