მამუკა ხაზარაძე - რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე! -  ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან ქვეყანას დავკარგავთ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმ ნაბიჯებს ასახელებს, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას და აცხადებს, რომ „უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს“.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს!

რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული არჩევნები, ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს უკიდურესად დიდი საფრთხისკენ!

სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე! - ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დავკარგავთ ქვეყანას და თაობებს, დავკარგავთ სახელმწიფოს, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდება რუსეთს, რაც კრემლის და საქართველოში მისი მარიონეტული მთავრობის დიდი ხნის მიზანი და ოცნებაა.

ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა: 1. სასწრაფოდ შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული, ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები! ამ ორგანომ, როგორც გამარჯვებული ხალხის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, პირდაპირ ესაუბროს ევროკავშირს, წარმოადგინოს ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით;

მიავლინოს სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად და გასაგრძელებლად, რაც რუსეთის მარიონეტმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების და კონსტიტუციის დარღვევით შეწყვიტა! 2. აიღოს პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი არჩევნები! 3. წარმოადგინოს დეტალური სამოქმედო გეგმა, შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად.

„ძლიერი საქართველო“, მთელი თავისი რესურსით, მზად არის ქვეყნის მასშტაბით იყოს ამ პროცესის დაგეგმვის და შესრულების ავანგარდში!“ - წერს ხაზარაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის