ბათუმში მოქალაქეები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან, პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნით, აქციას მართავენ

ბათუმში მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა, რომ საღამოს საპროტესტო აქციის პერიოდში, მაუწყებლის სტუდიაში პირდაპირი ეთერი დაგვითმონ.

„ტელევიზიის თანამშრომლებს ძალიან გთხოვთ, უფლება მოგვეცით, რომ ჩვენი ხმა საზოგადოებას მივაწვდინოთ. დაგვსვით პირდაპირ ეთერში და სიმართლე გვათქმევინეთ. ველოდებით პასუხს”,- აცხადებენ შეკრებილები.

აჭარის ტელევიზიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება