ეკა სეფაშვილი -  ის ფაქტი, რომ საქართველო იქნება შუა დერეფანი ნიშნავს, რომ ევროკავშირს საქართველო არანაკლებ სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი

მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესში, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, ჩაერთოს გლობალურ თამაშში, როგორც სრულფასოვანი მოთამაშე, - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას პარლამენტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ „დერეფანი, რომელიც ევროკავშირს აკავშირებს ჩინეთთან, გადის საქართველოზე და სწორედ ამ გეოგრაფიული ტერიტორიის კონტროლი ყველა გლობალურ ძალას სურს“.

მისივე თქმით, შუა დერეფანს, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ციფრულ, ენერგეტიკულ, სამრეწველო დერეფანს სხვა რომელიმე გლობალური ძალა თუ გააკონტროლებს, ითვლება, რომ ის გააკონტროლებს ევროკავშირსაც და ჩინეთსაც.

„ახლა მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესი. დასრულდა ერთპოლუსიანი სამყარო და ახლა პოლუსებს შორის ძალაუფლებების გადანაწილება მიდის. ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესში, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, ჩაერთოს გლობალურ თამაშში, როგორც სრულფასოვანი მოთამაშე. ჩრდილოეთის დერეფანი არ მუშაობს, სამხრეთით შეიარაღებული კონფლიქტია და ერთადერთი დერეფანი, რომელიც ევროკავშირს აკავშირებს ჩინეთთან არის, ის, რომელიც გადის საქართველოზე. სწორედ ამ გეოგრაფიული ტერიტორიის კონტროლი, რა თქმა უნდა, ყველა გლობალურ ძალას სურს და სწორედ ამაზე მიდის ახლა ბრძოლა.

საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ახლა ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენვე განვაგოთ ჩვენი ბედი. ის ფაქტი, რომ საქართველო იქნება შუა დერეფანი, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს, რომელიც დაინტერესებულია, ჰქონდეს აღმოსავლეთთან ენერგეტიკული, ციფრული, სამრეწველო და სხვადასხვა ტიპის კავშირები, საქართველო არანაკლებ სჭირდება. ეს დერეფანი მას აკავშირებს ჩინეთთან და აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქვეყნებთან - ცენტრალური აზიის უამრავ ქვეყანასთან, რომლებიც უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობენ - ოქრო, ხორბალი, ბამბა, რომლებიც არანაკლებ სტრატეგიული დანიშნულების ნედლეულია. ამ ქვეყნების დამაკავშირებელი, როდესაც გახდება საქართველო, ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეს ქვეყნები იქნებიან დაინტერესებულნი საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებით.

საქართველო ამ პროცესში მონაწილეობს, როგორც ერთ-ერთი პატარა ქვეყანა, მაგრამ ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ეს პატარა ქვეყანა ხელმძღვანელობს პრაგმატული მოსაზრებებით, რაც ქმნის ჩვენს კონკურენციულ უპირატესობას. თუ რომელიმე სხვა გლობალური ძალა გააკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ციფრულ, ენერგეტიკულ, სამრეწველო დერეფანს ჩათვალეთ, რომ ის გააკონტროლებს ევროკავშირსაც და ჩინეთსაც. ასე, რომ საქართველოს ეს უნიკალური შანსი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს მოსახლეობა ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებს და იმიტომაც არის მშვიდობის მომხრე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება