„სოლიდარობა კოლეგებს, არა ძალადობას“ - ამ მოწოდებით ზუგდიდში,  სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„სოლიდარობა კოლეგებს, არა ძალადობას“ - ამ მოწოდებით ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილებს ხელში ეჭირათ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ყველა მოძალადე და ჯალათი სათანადოდ დაისჯება.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაშავდნენ ამ ძალადობრივი რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც ამ საპროტესტო აქციების დროს დაშავდნენ. ვინაიდან ჩვენ, ჟურნალისტები, პირველ რიგში, ვართ მოქალაქეები და შემდეგ ჟურნალისტები. იმედი მაქვს, ყველა მოძალადე, ყველა ეს ჯალათი სათანადოდ დაისჯება და ასევე, დაისჯებიან ამ ბრძანების გამცემი პირები და ის პირი, რომელიც მადლობას უხდის მათ ამ ძალადობისთვის და ამ შემთხვევაში პირდაპირ ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. იმედი მაქვს, მსგავსი ტაქტიკა საქართველოს მომავალში არასოდეს არ ექნება”, - განაცხადა „ფორმულას“ ჟურნალისტმა დათო მანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს