ალექსანდრე დალაქიშვილი - ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. ოპოზიცია - მათი სცენარი უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს

დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. ოპოზიცია, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგომი ქართული პოლიციის (მათი ოჯახის - დედის, დის, მეუღლის და შვილების) შეურაცხყოფის და გინების ხარჯზე - პროვოცირებით ცდილობენ მიიღონ ემოციური სურათი, რითაც ჩვენი საზოგადოების სენსიტიურ ქართულ, ღირსეულ ბუნებაზე იმოქმედონ. მათი სცენარი კიდევ უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, “კონკრეტული ევროპელი რადიკალი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ჩაითრიონ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებაში და საქართველო მათ ინსტრუმენტად გადააქციონ“.

„დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. ოპოზიცია, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგომი ქართული პოლიციის (მათი ოჯახის - დედის, დის, მეუღლის და შვილების) შეურაცხყოფის და გინების ხარჯზე - პროვოცირებით ცდილობენ მიიღონ ემოციური სურათი, რითაც ჩვენი საზოგადოების სენსიტიურ ქართულ, ღირსეულ ბუნებაზე იმოქმედონ. მათი სცენარი კიდევ უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს.

ქვეყანა არის რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ღირსეულად უნდა გავიაროთ ეს რთული გზა, რომლითაც ჩვენ მივისწრაფვით იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისკენ, რაც ჩვენს კონსტიტუციაში ჩავწერეთ!!! და არა ის გზა, რასაც დროებითი რადიკალ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი გვთავაზობს - ქართული ღირებულებების გათელვით, უღმერთობით, შანტაჟით და მოსახლეობაში შუღლის გაღვივებით ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ჩვენი ქვეყანა და გაგვხადონ ინსტრუმენტები დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, სადაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ინტერესი ყოველთვის მეორე ხარისხოვანია.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერი საზოგადოება სწორად შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს გზა - მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. #რუსეთიოკუპანტია” - წერს ალექსანდრე დალაქიშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო